ქართველმა ქალებმა, რომლებიც თურქეთის ქალაქ სტამბულსა და მის შემოგარენში მუშაობენ, „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ ბოლო ორი თვეა მათ და მათ ყველა ნაცნობს დამსაქმებლებმა 80-100 დოლარით შეუმცირეს ხელფასები. მათივე თქმით, დამსაქმებლებმა ანაზღაურების გადახდა დაიწყეს დოლარის ნაცვლად ლირებში, მაშინ, როცა ლირა დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. ბათუმელი ქეთი შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც უკვე შვიდი წელია სტამბულში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს. […]
↧