15 მარტს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, წარმოდეგნილი იქნება კლასიკური მუსიკის საღამო სახელწოდებით – „სოლიდარობა პარიზს“. კონცერტში მონაწილეობენ ბათუმის მუსიკალური ცენტრი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი. კონცერტზე იმღერებს ცნობილი ფრანგი სოპრანო კრისტელ დი მარკო და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სოლისტი ირაკლი კახიძე.
↧