ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდი keda.ge ორ კვირაზე მეტია გათიშულია. საიტის გათიშვასთან დაკავშირებით ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ტენდერი მათ ინტერნეტის მიწოდებაზე გამოაცხადეს, სატენდერო პირობებში ოფიციალური ვებგვერდის მომსახურება არ ჩადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი უარი თქვა ოფიციალური საიტის მომსახურება ქედის გამგეობისთვის სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების გარეშე მიეწოდებინა. „ტენდერში ვებგვერდის მომსახურების პირობა არ გვქონდა ჩადებული, ამ ტიპის […]
↧