აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დავით მაკარაძე დაინიშნა. დღემდე ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ზედამხედველობისა და მონიტორინგის მიმართულებას ხელმღვანელობდა. დავით მაკარაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს. 1997-1998 წლებში ის იყო აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის მთავარი სპეციალისტი და უფროსი. 1998-2004 წლებში კი აჭარის ურბანიზაციისა და […]
↧