აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ ღვიძლის ტრანსპლანტაციის ჩატარებას [საქართველოს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში] დაფინანსდებიან ერთჯერადად 50 000 ლარის ფარგლებში. 2017 წლის განმავლობაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ხარჯები დაუფინანსდება 5 პაციენტს რიგითობისა და მოცდის პრინციპის გათვალისწინებით ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად. გასულ წელს სამინისტრო პაციენტს ერთჯერადად 10 ათასი ლარის ფარგლებში აფინანსებდა. […]
↧