ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ საკრებულოში მათი ფრაქცია არ იშლება. „ვრჩებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, მეც და სხვებიც. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის“, – ამბობს გიორგი კირთაძე. ნაციონალურ მოძრაობას ბათუმის საკრებულოს ფრაქციაში სამი წევრი ჰყავს – თავად გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე და ჯუმბერ კახიძე. გიორგი კირთაძის ინფორმაციით, რომელიც ამავე დროს […]
↧