აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა „ითვალისწინებს გარკვეული სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მკურნალობასთან დაკავშირებული იმ ფინანსური რისკებისგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით“. პროგრამით მოსარგებლეები: პაციენტები სტიქიური მოვლენებისა და კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით; 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები; შშმ პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის […]
↧