ახალი წლის დადგომამდე ორი კვირა რჩება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი კომპანია გაუწევს ორგანიზებას საახალწლო ღონისძიებებს, რადგან ამ მომსახურებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ ნოემბრის ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კრეატივ-ჯგუფმა“ ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა და დისკვალიფიკაცია მიიღო. საახალწლო ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 340 000 ლარია გამოყოფილი, აქედან ღონისძიებებისთვის საჭირო დეკორაციებისა და ინვენტარის შეძენა-განთავსებაზე 105 755 ლარი […]
↧