ბათუმის ბულვარის მართვასა და ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლისთვის 7 მილიონ 590 ათას 200 ლარი გამოყო. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლეს საბჭოში გადაგზავნილია და ის საბჭომ უნდა დაამტკიცოს. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით ბათუმის ბულვარის მართვას 1 მილიონ 55 ათას 400 ლარი მოხმარდება; აქედან 924 ათას 500 ლარი კი ხელფასებში დაიხარჯება. […]
↧