აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო შპს „რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი გასაყიდი ფასი 100 ათასი ლარია. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს შენობისათვის საჭირო სარემონტო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყება, არაუგვიანეს 36 თვის ვადაში დასრულება და 10 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილის უწყვეტად […]
↧