ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრებ თებიძეების ოჯახს რთული მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მოუხსნა როგორც სოციალურად დაუცველის სტატუსი, ისე 108-ლარიანი საარსებო შემწეობა. ამ თანხით ოჯახი, ძირითადად, მედიკამენტებს ყიდულობდა. სოფელ ჭინკაძეებში კრამიტით დახურული ხის ორსართულიან სახლში 85 წლის აიშე თებიძე შვილთან, თენგიზ თებიძესთან ერთად ცხოვრობს. აიშეს რამდენიმე დაავადება აწუხებს. მისი ერთადერთი მომვლელი კი თენგიზია. „დედაჩემი წლებია […]
↧