ბათუმში მდებარე ღამის თავშესაფრებში ზამთრის დადგომასთან ერთად უსახლკაროთა რაოდენობამ იმატა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, ვისაც ღამის გასათევი არსად აქვს და რომ არა ღამის თავშესაფარი, ქუჩაში მოუწევდათ ღამის გათევა. ბათუმში ამჟამად ღამის ორი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ერთს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, ხოლო მეორეს საქველმოქმედო ორგანიზაცია – „საქართველოს კარიტასი“. ამ თავშესაფრებში მისულ ადამიანებს ცხელი ვახშამი, საწოლი და საუზმე გარანტირებული აქვთ. […]
↧