ბათუმის ქუჩებში, 9 ლოკაციაზე, პროექტი Streetart.ge-ს ფარგლებში განთავსებულ არტ ბოქსებში, გრაფიკოს-დიზაინერი ბექა ბერიძის “ილუსტრირებული სიტყვები” გამოიფინა. პროექტის ფარგლებში თვეში მინიმუმ ერთი გამოფენის მოწყობა იგეგმება. საგამოფენო არტბოქსები, რაშიც არტისტების ნამუშევრებია განთავსებული, ბათუმის შედარებით უფრო ხალხმრავალ ადგილებშია განთავსებული, მათ შორის: მემედ აბაშიძის ქუჩის 32 ნომერში, დუმბაძის ქუჩის 12-14ა-ში (კაფე Vinyl-თან), აბაშიძის გამზირზე 17 ნომერში (კინოთეატრ “აპოლოსთან”), მელაშვილის ქუჩის […]
↧