ცოტნე ქართველიშვილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. ის ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლის მეცხრე კლასში სწავლობს. ცოტნე ამბობს, რომ წიგნის სიყვარული მას ბავშვობიდან ასწავლეს. „თუ შენი მშობლები კითხულობენ, შენც აუცილებლად გეყვარება წიგნი და კითხვა“, – გვეუბნება ის. ცოტნემ ლიტერატურულ კონკურსში მეორედ გაიმარჯვა. ლიტერატურულ კონკურსს ყოველ წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ატარებს. დღემდე ცოტნე კონკურსში სამჯერ მონაწილეობდა. […]
↧