მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ […]
↧