18 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება როკ-ოპერა „თავფარავნელის ბალადა“. როკ-ოპერას წარმოადგენს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი. მუსიკალური ცენტრის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება როკ-ოპერის განხლებული ვერსია, თამაზ ჭილაძის მოტივების მიხედვით. „თავფარავნელის ბალადა“ 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 5 – 7 ლარი იქნება.
↧