იაფფასიანმა შოუებმა იმ ქართველი ქალების ისტორიები, რომლებსაც ჯერ გოგოობა და შემდეგ ცხოვრება წაართვეს, ერთ ქვაბში მოხარშა. ჩვენში უკვე ყველა ქალის ტრაგიკული ისტორია ერთნაირად, პათეტიკურად ჟღერს და უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სიბრალულს იწვევს. სინამდვლეში კი ყველა ისტორია განსხვავებულია და ის, რაც მათ განასხვავებს, არჩევანია. ჩემი აზრით, არჩევანი ყოველთვის არსებობს. მინდა ერთ გოგოობადაკარგულ ქალზე და მის არჩევანზე მოგიყვეთ. […]
↧