26 მაისის ქუჩა #70-ში მოსახლეობას ელექტროტექნიკა გადაეწვა. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ელექტროენერგიის ძლიერმა ძაბვამ ტექნიკის ნაწილი გააფუჭა. „რამდენიმე ოჯახში აფეთქდა ტელევიზორები. გადაგვეწვა მაცივრები, კომპიუტერები, მობილური ტელეფონები. „ენერგო- პრო ჯორჯიას“ უკვე დავურეკეთ, მაგრამ კომპანიიდან ჯერ არავინ მოსულა…” – უთხრა “ბათუმელებს” ამ ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სოფო უშიკიშვილმა. მოსახლეობის თქმით, ტექნიკური დაზიანება ქუჩაში მიმდინარე სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო […]
↧