დღეს, ბათუმში, ერას მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” იმართება. ფესტივალის ფარგლებში მოედანზე მოეწყო სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. ღია ცის ქვეშ ასევე წარმოდგენილი იყო რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განმარტებით, ფესტივალის სტუმრებს საშუალებას მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად […]
↧