ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების ვიდეოკონტროლზე ასაყვანად სათვალთავალო კამერების შეძენას გეგმავს. შესყიდვების სამსახურმა ელექტრონული ტენდერი ვიდეოკამერების სერვერების დაზიანებული გენერატორის დენისა და ძაბვის რეგულატორის, ასევე ავტომატური გადამრთველი პანელის შეძენა-მონტაჟის შესყიდვაზეც გამოაცხადა. ორივე შესყიდვისთვის მერიამ ჯამში 14 608 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ვიდეოსათვალთვალო კამერები უნდა იყოს თავსებადი არსებული ვიდოედაკვირვების ინფრასტრუქტურასთან; მერიას ცხრა შიდა კამერა და სამი გარე […]
↧