ქედაში, მდინარე აჭარისწყალზე, ჭალახმელის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი დაკვირვებით მამაკაცის ცხედარი, სავარაუდოდ, ის ჰოლანდიელი ტურისტია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მახუნცეთში თამარის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან მდინარეში ჩავარდა. ნაპოვნი მამაკაცის ცხედარი უკვე პროზექტურაშია. მაშველები მდინარე აჭარისწყალში დაკარგულ ტურისტს ექვსი დღის განმავლოვაში ეძებდნენ. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
↧