დღეს, 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს მიკროავტობუსების მძღოლებმა ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან. აქციის მონაწილეთა განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ თურქეთში, კერძოდ ქალაქ ხოფას ტერიტორიაზე, თურქულმა მახარემ გახსნა ავტოპარკი, სადაც ქართული სანომრე ნიშნით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს უწევთ ხშირ შემთხვევაში 24-საათიანი ლოდინი და 25 ლირამდე თანხის გადახდა. მათივე განმარტებით აღნიშნულ ავტოპარკში თურქული მხარის არც სამგზავრო ავტობუსი ჩერდება და არც სატვირთო. […]
↧