ბათუმის წყლის დირექტორს ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს – რესტორანმა ორგანიზაციის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. რესტორნის პერსონალის ინფორმაციით, გასულ შაბათს, საღამოს „ბათუმის წყლის“ დირეტორი ალეკო მიქელაძე რესტორან „bk“-ში მეგობრებთან ერთად მივიდა. მას რესტორანში სასურველი მაგიდა არ დახვდა თავისუფალი, რის გამოც უკმაყოფილება გამოხატა. […]
↧