ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, მათ შორის დატბორილია მემედ აბაშიძის, 26 მაისის და ფარნავაზ მეფის ქუჩები ნაწილი. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში მოსული ძლიერი წვიმის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა, გამოძახებები ძირითადად სარდაფების დატბორვას უკავშირდება. ბათუმში ამ დროსაც გადაუღებლად წვიმს.
↧