30 სექტემბრიდან 2 ოქტომბერის ჩათვლით, ბათუმში, ყინულის სასახლეში, აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა – “Agro Batumi 2016” გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობენ კომპანიები საქართველოდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან. „Agro Batumi 2016”- ის მონაწილე კომპანიები, საკუთარ პროდუქციას სამი დღის განმავლობაში გამოიტანენ გამოფენაზე. ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები და ასევე, შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთან. გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორია კომპანია “GEONET EXPO–ს“.
↧