სამსახურებრივ სიყალბესა და ქრთამის აღებაში ბრალი სოლომონ კონცელიძეს ედება. ის აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი უფროსია. სამოხელეო დანაშაულის საქმეს მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. “არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება. დაცვის მხარე მოითხოვს პირობით მსჯავრს, ეს არ გამოვა,” – უპასუხა პროკურორმა დავით ჭარბაძემ მოსამართლეს, როცა ის მოლაპარაკების შედეგით დაინტერესდა. ადვოკატმა გურამ ნაკაშიძემ მოსამართლეს კიდევ ერთხელ სთხოვა […]
↧