კანონპროექტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ამ მოწვევის პარლამენტმა უარი უთხრა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორი პოზიცია აქვთ ამ საკითხზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებში მონაწილე პარტიების რეგიონული ორგანიზაციების ლიდერებს. მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეა და ამ მიმართულებით კანონში ცვლილების საჭიროებას ხედავს „თავისუფალი დემოკრატების“ ბათუმის #69 ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბერაძე. ის „ბათუმელებს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ხედვებზე ესაუბრა: […]
↧