პუშკინის ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ყვითელ და თეთრ ფერებში მოხატეს. მერიის ინფორმაციით, ჭაობის დასახლებაში, ყველა ქუჩაზე „ზებრა გადასასვლელები“ ფერადი იქნება. ჭაობის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა დაწყებულია და ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, გასულ წელს მერიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრთან“, რომელმაც ჭაობის დასახლაბაში ახალი ქუჩები დააპროექტა. […]
↧