ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” [საია] სარჩელი. ადმინისტრაციული წესით საია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას [უსკო] ედავება. საჩივრის მიზეზი საიას განცხადებაა, რომელიც უსკომ განუხილველი დატოვა. საუბარია 31 ივლისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პარტიული ოფისის წინ შეკრებილებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, ეს ვიდეომიმართვა წინასაარჩევნო […]
↧