აგვისტოში, ტურისტული სეზონის პიკზე, განსაკუთრებული დატვირთვით სანაპირო ზოლი და ბულვარი გამოირჩევა. თუმცა ბულვარის ახალი და ძველი ნაწილი კონტრასტულ სურათს ქმნის. მაშინ, როდესაც ძველ ბულვარში სიცოცხლე დუღს, ახალ ბულვარში ადამიანები კანტიკუნტად დადიან. დღის განმავლობაში ძველ ბულვარში შესამჩნევი ხალხმრავლობაა. სკამებზე, მინდვრებსა და ხეივანში დასასვენებლად გამოსულ უამრავ ადამიანს შენიშნავთ. დიდი დატვირთვით მუშაობს სხვადასხვა კვების ობიექტი, ჯიხური თუ მაღაზია. […]
↧