Quantcast
Channel: Batumelebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 42471

№9 ავტობუსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

$
0
0
დღეს, 4 ივლისს რამდენიმე წუთის წინ აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ №9 ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ბათუმის ავტოტრანსპორტში გვითხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი თქმით დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „ბათუმელებს“ ავტოავარიის შესახებ ინფორმაცია თვითმხილველმა მოაწოდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უთხრეს, შეტყობინება აღნიშულ შემთხვევასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

Viewing all articles
Browse latest Browse all 42471

Trending Articles