არჩილ ა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 გრამი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის დამნაშავედ ცნო, მაგრამ მას სასჯელი ვერ შეუფარდა. არჩილ ა. ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ დასჯის ნაცვლად, გაათავისუფლეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გასული წლის 24 ოქტომბრიდან მარიხუანას შეძენა-შენახვაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება პირისთვის დაუშვებელია. პარლამენტმა დღემდე ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა ვერ მოახერხა. „გაურკვეველი პოლიტიკაა […]
↧