Quantcast
Channel: Batumelebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 41865

აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 6 ახალი „შკოდა“ გადასცეს

$
0
0
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა გადასცეს. შს მინისტრის პირველი მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დეპარტამენტის ავტოპარკის განახლების გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო. „შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Viewing all articles
Browse latest Browse all 41865

Trending Articles