საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც მიწის რეფორმის ერთგვარი „ჩანაცვლებაა“ იმ დასახლებებში, სადაც რეფორმა არ ჩატარებულა. ასეთი დასახლებებია აჭარის რეგიონის, მესტიის, თიანეთის, ახმეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების გარკვეული სოფლები. პროგრამა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს პრივატიზების გზით. განსაზღვრულ დასახლებებში სახელმწიფო პროგრამა გავრცელდება მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც 1992 წლის რეფორმის ფარგლებში არ […]
↧