“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “სოციალურ სახლებზე”, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და მათ საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ პირდება. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის და საოლქო კომისიისთვის […]
↧