სასტუმრო „ლეო გრანდთან” დაკავებული ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას საქმეზე დღეს შსს-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ლევან ფუტკარაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამივე პოლიციელს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სხეულის მსუბუქი დაზიანებები. ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა მიმდინარე წლის 16 აპრილს დააკავეს სასტუმრო „ლეო გრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი […]
↧