ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ადლიის დასახლებაში 33 ქუჩის გაყვანაზე, ასევე არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. „პროექტის შესადგენად დაიხარჯა 80 ათასი ლარი. ქუჩების სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იქნება. ჩვენ გთავაზობთ საბოლოო ვარიანტს“ – მიმართა საკრებულოს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. ქუჩების გაყვანამდე შემდეგი ეტაპი კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც […]
↧