ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველის თქმით, ქუჩაში მიმავალ დაახლოებით 9 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული, „რომლის მდგომარეობა მძიმე არ უნდა იყოს“, ანგისაზე მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის […]
↧