4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე] აირჩიეს. არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში […]
↧