არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა […]
↧