დღეს, 5 ივლისს, მუსლიმები რამადან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი [რამაზანი] ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მორწმუნე მარხულობს. 30-დღიანი მარხვის შემდეგ, ეს დღე, მუსლიმებისთვის ერთ–ერთია ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან. რამადან-ბაირამთან დაკავშირებით ლოცვა დღეს დილით ბათუმის მეჩეთში ჩატარდა.
↧