მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს 27 წლის გ.ჯ.-ს საქმეს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 9 მარტს ახალგაზრდებს კონფლიქტი სასტუმრო „ლეო გრანდის“ ღამის კლუბში მოუხდათ, რომლის შემდეგაც ბრალდებულმა დანით მძიმედ დაჭრა რ.წ. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. „კითხეთ თუ არა თავად დაზარალებულს, ვინ დაარტყა დანა?“ – შეკითხვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ უბნის ინსპექტორს, თენგიზ კვირკველიას […]
↧