დღეს, დილის 11 საათისთვის, ბათუმი-სარფის მაგისტრალის მონაკვეთზე, კვარიათის ტერიტორიაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კლდიდან ჩამოცვენილმა ქვებმა გზაზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული დროით შეაფერხა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის განცხადებით, ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე პრობლემა მოხსნილია და ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, ხოლო ქვების ჩამოცვენის განმეორების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ბოლოს გზის ამ მონაკვეთზე, 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ჩამოწვა […]
↧