ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მუშა, რომელიც 24 ივნისს, Real Palace-ის სამშენებლო ობიექტის მე-10 სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. „პაციენტი ჩვენთან უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იგი დღეს დილით გარდაიცვალა“, – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს პრესსამსახურში. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. კომპანია Real […]
↧