ხვალ, 25 ივნისს, 12-დან 3 საათამდე, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება გურიაში, სოფელ გვიმბილაურში მცხოვრები ადეიშვილების ოჯახის დასახმარებლად, რომელთაც ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს. როგორც საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორები ამბობენ, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან ცუდ ამინდში, რადგან კედლები და ჭერი ვერც ქარისგან იცავს და ვერც წვიმისგან. ამ ქოხში […]
↧