ოთარ კალმახელიძე აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინდისის ბრძოლის მონაწილეა. უმძიმესი დღეები გამოიარა. საუბარი დღესაც უმძიმს, მაგრამ მზად არის კიდევ ერთხელ გაიხსენოს ყველა დეტალი. იმისთვის, რომ ქვეყანა იცნობდეს მის თანამებრძოლებს, გმირებს. გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს შესწირეს… ოთარ კალმახელიძე: დღემდე ძალიან რთულია ჩემთვის იმ დღეების გახსენება. ოთახის, სადაც ბიჭებთან ერთად ვიყავი. მათგან ზოგიერთი ჩემ თვალწინ ბრძოლაში დაიღუპა. […]
↧