აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია საარჩევნო დავების ერთიან რეესტრს ქმნის. რეესტრი უსკო-ს ინტერნეტგვერდზე იქნება განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება არჩევნების დროს დაწერილი საჩივრები, ასევე ინფორმაცია საჩივრებზე რეაგირების შესახებ. უსკო-ს საჩივრების შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ოლქები მიაწვდიან. რეესტრის შექმნაზე თანხმობა უკვე გასცა თამარ ჟვანიამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უსკო-ს წევრებთან შეხვედრის დროს. “მისი თანხმობა საჭირო იყო, […]
↧