ბათუმში, ცენტრალური ქუჩებში, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელები, ეგრეთ წოდებული „ზებრები” თითქმის წაშლილია. იგივე მდგომარეობაშია ღერძულა ხაზებიც, რაც, განსაკუთრებით ღამის საათებში უქმნის მძღოლებს პრობლემას. ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – “სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის. სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის თქმით, ქუჩებში საგზაო მოძრაობის ნიშნების გადაღებვა, სავარაუდოდ, მაისამდე ვერ მოხდება. „ველოდებით, როდის მოგვცემს კლიმატური პირობები ამის […]
↧