3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია. 2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში. […]
↧