27 მაისს ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი, რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს ჩაატარებენ. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაატარებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი შეფასება. […]
↧